Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-06-22
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 115.

 22-24 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა.“ კონფერენციის მიზანია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სფეროში მოღვაწე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა სამეცნიერო საზოგადოებას გაუზიარონ ინოვაციური სამეცნიერო და მეთოდოლოგიური მიღწევები.

 

კონფერენციის მთავარი მომხსენებლები არიან: 

რევაზ გაჩეჩილაძე - პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „სამხრეთ კავკასია და მისი ადგილი მსოფლიოში“

 

აშოტ ალექსანიანი - პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სომხეთი; ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის  უნივერსიტეტი, გერმანია. „სომხეთის ევროინტეგრაციის უსაფრთხოების გამოწვევები მედეგობის კონტექსტში“

 

იხილეთ პროგრამა.

მსგავსი ღონისძიებები